“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპის ქვეყნები ასეთი გამოწვევის წინაშე დადგებოდა. სამედიცინო ინვენტარიც კვლავ დიდი გამოწვევაა, თითოეული ჩვენგანი მოულოდნელი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნიდით.”
ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი
ამის შესახებ პრეზიდენტმა ერთ-ერთ კლინიკაში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც სხვა ქვეყნებში, საფრანგეთშიც ვირუსის ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 109 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 19 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.