“ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია. ესპანურში ასეთი გამოთქმა არსებობს, “ღმერთი ყოველთვის გაპატიებს, ადამიანებიც ხანდახან გაპატიებენ, მაგრამ ბუნება არასდროს გაპატიებს.”
რომის პაპი ფრანსისკე
ამის შესახებ რომის პაპმა The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.