დღეს გამოვლენილი კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ბოლნისის რაიონის მკვიდრია.
მას სემდეგ, რაც მოქალაქეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანეს.
ეპიდემიოლოგები ადგილზე ინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტს იკვლევენ.
არსებული ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში საერთო ჯამში 9 პაციენტია ინფიცირებული, აქედან ერთი, 79 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერმა გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.