საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკვე მზადაა, მსუბუქ პაციენტებს ბინაზე იმკურნალონ.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი მზად არის და როდესაც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობა დაიწყება.
“სახლში მკურნალობის პროტოკოლი მზად არის, ექიმები ამასთან დაკავშირებით გადიან მუდმივ კონსულტაციას, ჩვენ ასევე ვანახლებთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ სხვადასხვა პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით. იმ ეტაპზე, როდესაც დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, რომელიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგიძლია დავიწყოთ მათ მკურნალობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.