ამერიკელი მომღერალი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ამის შესახებინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს კორონავირუსის ინფექცია 17 მარტს დაუფიქსირდა, მან მანამდე ევროპული ტურნე ჩაატარა. 26 მარტს მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯონ პრაინი ქანთრის და ფოლკ-შემსრულებელი იყო. მას ორჯერ აქვს მიღებული Grammy ნომინაციაში “საუკეთესო თანამედროვე ფოლკ-ალბომი“. 2015 წელს კი ის გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 400 540-მდე გაიზარდა, 12 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 21 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.