“აქ ჩვენთან ყვირიან, კარანტინიო, კომენდანტის საათიო და ა.შ. მისმინეთ, ამაზე ადვილი არაფერია და 1 დღეში ვიზამთ, მაგრამ რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად ვწველოთ ძროხა თუ, დასვენების დღეები გამოვაცხადოთ?!”
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
ლუკაშენკომ აღნიშნული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ აწესებს ქვეყნის მასშტაბით კარანტინს.
დღეის მდგომარეობით, ბელარუსში კორონავირუსის 700 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 13 გარდაიცვალა, ხოლო 53 გამოჯანმრთელდა.