“მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა თქვენდამი ამ მძიმე მომენტში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ენერგია, ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ.”
ვლადიმერ პუტინი – რუსეთის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსით დაინფიცირდა. პრემიერი 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 347 686 მიაღწია. გარდაიცვალა 74 782 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 286 459 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.