ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების დღიდან, პირველად გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი ქვეყანაში ბოლო 24 საათში 32 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დღიურად ერთიდან შვიდამდე მერყეობდა. შედეგად, ამ პერიოდში საერთო ჯამში ვირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის 51 უხანის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრი იყო.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ვირუსით 3 331 ადამიანი დაიღუპა, 81 740-მდე ადამიანი კი დაინფიცირდა, ხოლო 77 167 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.