“მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო…”
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს ქვეყანაში დაბრუნებაში, რის გამოც მან საქართველოს მთავრობას მიმართა და ხელშეწყობა თხოვა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ თუკი ვინმეს უნდა დაეხმაროს უცხოეთში ჩარჩენილ მოქალაქეებს, ჩარიცხოს თანხა შესაბამის ფონდში და მთავრობა აღნიშნულ პროცესს უზრუნველყოფს.