ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. აგრესიული ტესტირების გამოყენებისას გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ეს პროცესი ეფექტიანი იყოს.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე იგეგმება ე.წ. აგრესიული ტესტების დაწყება, მარა მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში.
“აგრესიული ტესტირება არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე, სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. არის პირველი ნაბიჯი აგრესიული ტესტირების დაწყებისკენ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. ეს ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალური ამოცნობისთვის და უფრო დეტალური კვლევისთვის,”- აცხადებს ტიკარაძე.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386