ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი ბოდიშს იხდის

კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი, რომელთან კავშირშიც საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება, ბოდიშს იხდის.

სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელიც ამ ფაქტის გამო კარანტინშია მოტავსებული.

ინფიცირებული იმასაც აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასთან ათეულობით კონტაქტი იკვეთება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, მას კონბტაქტი ჰქონდა 16 ადამიანთან,  ხოლო აქედან მჭიდრო – 4-თან.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მას არანაირი სიმპტომი აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, 4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით სპორტსმენი დაინფიცირდა. არსებული ინფორმაცით, მას სამეგრელოში ათეულობით პირთან, მათ შორის ორსულთან ჰქონდა კონტაქტი.

ვინაიდან, სპორტსმენთან ბევრი კონტაქტი ფიქსირდება, ხოლო ამ კონტაქტებსაც კიდევ ბევრი კონტაქტი უდგინდება, რისკი საკმაოდ მაღალია, რის გამოც შესაძლოა სამეგრელოში კარანტინი გამოცხადდეს და ჩაიკეტოს.

 

 

იტვირთბა....