“ის დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი. შესაძლებელია ჩვენთან პიკი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს ის პანდემია.”
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
ამის შესახებ ინფექციონისტმა “იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.