რომის პაპმა, ფრანცისკემ, კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა.
რომის პაპმა მრევლს მოუწოდა, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე თუ რა აკლიათ და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.
„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“ ,- აღნიშნა რომის პაპმა.
წელს კათოლიკური სამყარო წმინდა აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.