საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.
საპატრიარქოს პრესსამსახურუს ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე ლოცვა ჩატარდება.
„არის შემთხვევები, როცა პატრიარქი და მოსაყდრე არ ბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და იმყოფებიან საპატრიარქოში. დღესაც წირვა საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩატარდა. პატრიარქს ჯანმრთლობის პრობლემა არ აქვს. ის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში 16:000 საათზე ლოცვა დაიწყება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია.
” რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი”, – ამის შესახებ დღეს მეუფე გრიგოლმა განაცხადა.