“ალბათ, ეს ყველაზე რთული კვირა იქნება იმასთან შედარებით, რაც იყო. სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი გარდაცვლილი. ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ ინფექციის აშკარა კერები და ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებით, 1000 სამხედრო მოსამსახურე დასახმარებლად ნიუ-იორკში ჩავა, მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ასევე ნიუ-ჯერსისაც. სამხედრო კორპუსის მადლიერი ვარ, ისინი წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებენ. შტატებს ასობით ექიმი, მედდა და ჯარისკაცი დაემატება, ამ ეტაპზე გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. მათ მოუწევთ იმ ბრძოლისთვის მომზადება, რომლისთვისაც არ მოვმზადებულვართ და რომელიც არც კი უნახავთ”
დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 311,637-ს აღწევს. შტატებში COVID 19-ის ინფექციით 8,454 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთაგან 14,828 კი უკვე გამოჯანმრთელდა.