ბოლო ერთ დღეში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაქსიმუმი დადასტურდა – 601 ახალი შემთხვევა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 3082 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86 კი ლეტალურად დასრულდა.
“სიენენის” ინფორმაციით, ერთ დღეში დიდი რაოდენობით მოქალაქეების დაინფიცირება დედაქალაქში, დელიში, მარტის თვეში გამართულმა რელიგიურმა შეკრება გამოიწვია.