ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უხანში კატებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჩინელმა ვეტერინარებმა უხანში მცხოვრები 100 კატის სისხლის ანალიზები შეისწავლეს. გამოკვლევების შედეგად, კატების 15%-ს ახალი ტიპის კორონავირუსი აქვს გადატანილი – აღნიშნული კვლევის შედეგები ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოქვეყნდა.

„სულ მცირე 10 უხანელი კატის ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოვაჩინეთ. ჯერჯერობით უცნობია, შეუძლიათ თუ არა კატებს ადამიანების ინფიცირება, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კატებს ერთმანეთის ინფიცირება შეუძლიათ“, – აღნიშნავენ მეცნიერები.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19, რომლის გავრცელებაც სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

ჩინეთში COVID 19-ის ეპიდემია 29 მარტს დასრულებულად გამოცხადდა.

იტვირთბა....