ჩინეთის ხელისუფლებამ COVID 19 -ის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა – სასიხარულო ამბის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მი ფენმა განაცხადა.
როგორც მი ფენმა განმარტა, ჩინეთში 28 მარტის მონაცემებით შიდა გადაცემის ფაქტები აღარ დაფიქსირებულა.
“იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ქვეყნის შიგნით დაინფიცირდნენ დღეის მდგომარეობით, 3 ათასზე ნაკლებია”, – განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენელმა.
ბოლო 1 დღეში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებით 5 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად, ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3300-ს აღწევს. ჩინეთში 81 439 ინფიცირებულიდან 75 448 უკვე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19, რომლის გავრცელებაც სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 665 849-ს მიაღწია, გარდაიცვალა 30 923 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 142 474-ია.