ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიცე-პრემიერი განმარტავს, როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც სამსახური დაკარგა

ვიცე-პრემიერიS, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახური დაითვლის, რა რაოდენობით შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ამით განისაზღვრება, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური საგანგებო მდგომარეობის დროს.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ასეთი ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება, უკვე ეცოდინებათ, რა ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს კომპენსაციის მიზნით.

„მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს ხელფასი და ასეთი სახის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად.

ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და შევძლებთ შეფასებას, თუ რა ფინანსური რესურსი უნდა გამოვყოთ ამ მიზნებისთვის”,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, სახელმწიფო მათ დაეხმარება.

იტვირთბა....