ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატს, რომლის ოჯახის წევრი ინფიცირებულია, საეჭვო სიმპტომები აღენიშნება

რუსთავის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატს კორონავირუსის ინფექციის დამახასიათებელი სიმტომები გამოუვლინდა. ამასთან, ცნობილია, რომ დეპუტატის ოჯახის წევრი კორონავორუსით დაინფიცირებულია.

არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია და მას ინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

ამ დროსითვის რუსთავის საკრებულპოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თავად შენობა კი დაკეტილია.

როგორც ცნობილია, დეპუტატი საკრებულოში ბოლო სხდომის დაესწრო, ამასთან ის მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგებას უწევდა ორგანიზებას.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ზოგადად კი, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....