მთავარი ციტატა

“ინფიცირებულებისთვის 28 სასუნთქი აპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ”- ჯანდაცვის მინისტრი

“საქართველოში 100 000 სულ მოსახლეზე 56 აპარატია და ჩვენი სისტემა კიდევ ემზდება და აძლიერებს ამ სეგმენტს. ამ 56 სასუნთქი აპარატიდან რეგულირების სააგენტომ შეისწავლა რამდენი აპარატია დატვირთული. ვნახეთ, რომ სასუნთქი აპარატების 50% დატვირთულაი და ფაქტობრივი რიცხვი მივიღეთ, რომ COVID-19-სთვის 28 აპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ. დავისახეთ სტრატეგიად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯადნაცვის ეს კომპონენტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის გადაუდებელი პაციენტი რომელსაც შესაძლოა COVID-19 არ ჰქონდეს მაგრამ სასუნთქი აპარატი იყოს საჭირო.”

ეკატერინე ტიკარაძე –  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

ოფიციალურ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

იტვირთბა....