ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომხმარებლები გაზისა და ელექტროენერგიის გადასახდელ თანხას სპეციალურ პლატფორმაზე დაითვლიან

შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ გამოიანგარიშოს  ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახდელი თანხა.

ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პატფორმას აქვს ფუნქციაც, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან ამ გადასახადის სახელმწიფო მიერ დაფინანსებაზე.

“პლატფორმა იქნება ელექტრონული ფორმატის, ვებგვერდზე, მას ექნება ორი მთავარი ფუნქცია. ერთი კალკულატორი, ანუ მომხმარებელს ექნება საშუალება, გამოიანგარიშოს გადასახდელი თანხა, ან თანხა, რომელიც მას კომუნალური სუბსიდიის სახით აქვს დარიცხული და მეორე ფუნქცია, უარის თქმა, რომ სახელმწიფომ დაუფინანსოს კომუნალური გადასახადები. ამის შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომ მათ დარიცხვა ჩეულებრივი წესით განახორციელონ ამ აბონენტზე და გაუგზავნონ ქვითარი გადახდის მიზნით“, – აღნიშნა ნარმანიამ.

დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ პლატფორმა მომდევნო კვირაში იქნება მზად .

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტში აპრილსა და მაისში გადასახადებს ხელისუფლება დაუფინანსებს.  დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

ამასთან, აბონენტებს, რომლებსაცკომუნალურ გადასახადებზე  შეღავათი ეხებათ და დავალიანება უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათზე დაუბრუნდებათ.

 

 

იტვირთბა....