aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში“- FARO-ს გენერალური დირექტორი

მ”იუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება, ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება…გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კუ დონჟუ- გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FARO) გენერალური დირექტორი

ამის შესახებ კუ დონჟუმ მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში “ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში“ განაცხადა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე მილიონს მიაღწია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....