დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პრევენზიის მიზნით შეუძლებელია დაიხუროს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტები არიან მოთავსებულები.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითით ინგოროყვას კლინიკის ექიმის სავარაუდო დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი მხოლოდ ერთია, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა.
“თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც იმყოფებიან „კოვიდიანი“ პაციენტები, რომ დაიხურონ, რადგანაც იქ არის „კოვიდიანი“ პაციენტი? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს „კოვიდიანი“ პაციენტი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება უნდა დაიხუროს?! პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არც ერთ გაიდლაინში, პროტოკოლში წერია, რომ სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ, დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ის არის სამედიცინო პერსონალი, ის აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობითსვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულია ექიმი, რომელსაც პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მას სწრაფი ტესტირების დროს ინფექცია არ აღმოაჩნდა, თუმცა დღეს ანალიზს “პისიარის” მეთოდით გაუკეთებენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, არის თუ არა ექიმი ინფიცირებული.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.