ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი უცხოეთში მყოფ საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, მათგან 5 გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსი სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ 35 საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან კი 5 გარდაიცვალა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც მტავრობასთან, ისე იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....