ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულებს დათვის ნაღველით უმკურნალებენ

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დათვის ნაღველის საშუალებით უმკურნალებენ.

როგორც საერთაშორისო მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, აღნიშნული მეთოდით მკურნალობის ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.

დირექტივაში დასახელებული ექვსი ტრადიციული სამკურნალო მეთოდიდან, დათვის ნაღველი ერთ-ერთი საშუალებაა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია, ინექციას გაუკეთებენ, რომლის შემადგენლობაში შევა დათვის ნაღველი.

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მცხოველთა დამცველები გამოვიდნენ.

ბოლო დრეებში, ჩინეთში ვითარება დასტაბილურდა, მიუხედავად იმისა, ინფიცირების რაოდენობის მიხედვით სიაში მეოთხე ადგილასაა, ქვეყანაში ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა. ჩინეთში შიდა გადაცემა თითქმის აღარ ფიქსირდება და მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები რჩება. დღეის მდგომარეობით კი ჩინეთში ინფიცირების 82 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 3 ათაზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 76 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....