ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციისა და სამხედროებისთვის გამოსცა ბრძანება კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის შესახებ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წესების დამრღვევი პირები სამართალდამცველებს არ დაემორჩილებიან.
“მე არ მიყოყმანია. ჩემი ნებართვა გაცემულია სამართალდამცველებისა და სამხედროებისთვის. თუ შეექმნებათ პრობლემები, ხალხი მათ არ ემორჩილება და ამით სხვების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, ესროლეთ და მოკალით. გასაგებია?!”,- დუტერტემ ეს განცხადება ტელემიმართვის დროს გააკეთა.
ამ დროისთვის, ფილიპინებზე 2 300 ზე მეტი ინფიცრების შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 96 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.