ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართველი სასულიერო პირი სპირიდონ ნარსია კორონავირუსით დაინფიცირდა

ქართველ სასულიერო პირს, სპირიდონ ნარსიას, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველი ავრცელებს.

ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ სპირიდონ ნარსიას ბოლო პერიოდში მსახურება არ ჩაუტარებია და უცნობია მისი ინფიცირების წყარო.

“მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში”,- აცხადებს საბა ინწკირველი.

ახალი ვირუსის ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა 215 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 ათასზე მეტი ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.

 

 

იტვირთბა....