“1000 ექიმიდან, როდესაც 990 დაიცავს პროტოკოლს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 90%-ით მაინც უნდა ვიყოთ დაზღვეულნი. როდესაც ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს ყველაფერს ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის საეჭვო შემთხვევების მართვაზე სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა. პროტოკოლი განკუთვნილია როგორც პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.
დოკუმენტში განსაზღვრულია კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რეკომენდაციები და დაავადების მიმდინარეობა.