ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის დიაგნოსტიკური ფაქტორებია – ცხელება, ხველება, დაღლილობა, თავბრუსხვევა…” – პროტოკოლში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები განისაზღვრა

პირველად ჯანდაცვაში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის კლინიკური მდგომარეობის მართვაზე  სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა.

პროტოკოლი განკუთვნილია როგორც პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული
სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

პროტოკოლში განსაზღვრულია კოორნავირუსის ინფექციის მიმდინარეობა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, COVID-19 შესაძლოა მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ.

პროტოკოლის თანახმად, მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ
(კრიტიკულად). ხოლო, სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური
ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

ამასთან, ნათქვამია, რომ ინკუბაციური პერიოდის სავარაუდო ხანგრძლივობა 1-14 დღეს,
უმეტესად – 4-7 დღეს შეადგენს . მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად
მიმდინარეობს.

დიკუმენტში განსაზღვრულია ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები: ხშიირ ცხელება, ხშიირ ხველება, ხშირი ქოშინი. ამასთან, სხვა ფაქტორები შესაძლოა იყოს: დაღლილობა, ყელის ტკივილი, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ბრონქული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება და/ან ქვედა სასუნთქი გზების მხრივ ნიშნები/სიმპტომები (მაგ., ხველა, სუნთქვის გაძნელება) და სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ ან მოგზაურობდნენ ქვეყანაში/რეგიონში ან ტერიტორიაზე, სადაც დაფიქსირდა COVID-19-ის ადგილობრივი გავრცელება.

ასევე დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება და/ან ქვედა სასუნთქი გზების მხრივ ნიშნები/სიმპტომები (მაგ., ხველა, სუნთქვის გაძნელება და აღნიშნავენ ახლო კონტაქტს COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის ფარგლებში.

პროტოკოლში სხვა რეკომენდაციებიცაა მოცემული, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

იტვირთბა....