საავადმყოფოს ხელმძღვანელს, დენის პროცენკოს , რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დენის პროცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისსავე კლინაკში მკურნალობს.
ვლადიმერ პუტინ საავადმყოფოს 25 მარტს ესტუმრა, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელსაც შეხვდა.
ვლადიმერ პუტინმა ინფექციური დაავადების კლინიკა დამცავი აღჭურვილობით დაათვალიერა.
kამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 2300-მდე გაიზარდა. ახალი ვირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 131- გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება მსოფლიოს მასშტაბითაც. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 804 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 39 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 172 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.