ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანის მერია კარდენახში დაკრძალვაზე მყოფ ინფიცირებულ მამაკაცთან დაკავშირების განცხადებას ავრცელებს

გურჯაანის რაიონში დაკრძალვაზე მყოფი ვირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა კონტაქტის დასადგენად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ გურჯაანის მერიაში.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი გურჯაანში არ ცხოვრობდა და ის ოჯახის წევრის გასვენებაში თბილისიდან ჩავიდა.

იტვირთბა....