დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების პირველი პარტია საქართველოში უკვე შემოსულია, მაგრამ დაიწყება იმის შემოწმება, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ის.
როგორც იმნაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწრაფი ტესტების შეძენისას ძალიან დიდი სიფრთილეა საჭირო.
“არსებობს კიდევ სწრაფი ტესტები, რომელიც უკვე შემოსულია საქართველოში. პირველი პარტია, ეს იქნება ასე ვთქვათ ვალიდაციისათვის, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ეს ტესტები, ვიცით რომ საკმაოდ კარგი ტესტებია. ესეც ასევე სწრაფი ტესტია, ოღონდ მას მაინც სჭირდება გარკვეული აპარატი, რომელიც შემდეგ ამ ტესტს, მის შედეგს უფრო ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული.
ყველა ეს ტესტი საჭიროებს ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილით შეძენას. მოგეხსენებათ, სამინისტრო იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი, რადგან ის ტესტები დაიწუნა იგივე ესპანეთმა, რომელსაც ჩვენზე 1-2 დღით ადრე მიღებული ჰქონდა უკვე და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ვერ მუშაობს ისე, როგორც იყო გაცხადებული თავიდან. “, – აცხადებს იმნაძე.
საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანისა და მისი გამოყენების საკითხბა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მთავრობა და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ე.წ. სწრაფი ტესტირება ასპროცენტიან ზუსტ პასუხს არ იძლევა, ამიტომ ისინი ანალიზის ცატარებას ე.წ. ოქროს სტანდარტით ამჯობინებენ.
დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსზე ტესტირება უკვე 2 200 ადამიანს ჩაუტარდა.