ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით 537 გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 7 340-ს მიაღწია.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ესპანეთში, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 85,195 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადების შემთხვევების აღნიშნული რაოდენობით, ესპანეთმა აშშ-ისა და იტალიის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 142 746 პირია ინფიცირებული, იტალიაში კი, 97 689.