” თუ რუსეთს არ მიჰყავს თავისთან აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანი, ერთადერთი რჩებათ დანარჩენ საქართველოში უმკურნალონ ან გარანტირებული ჰქონდეთ, რომ თვითონ შეძლებენ მკურნალობას. თუ ვინმე დაეღუპებათ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მოიცილონ თავიდან. ამაში გარკვეულწილად პოლიტიკაც შეიძლება იყოს ჩადებული.”
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიტოლოგი
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სიმპტომების მქონე ქალის გადმოყვანას გამოეხმაურა
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით შუა ხნის ქალი გადმოიყვანეს. მისი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გააგზავნეს და პასუხს დღეს ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან მოდიოდა და ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა.