ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შიდა შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 45 ადამიანს დაუდასტურდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით ჯამში 81 439 ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 1 დღის განმავლობაში დაფიქსირებული 45 შემთხვევიდან 44 სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს დაუდასტურდათ, მხოლოდ 1 კი უშუალოდ ჩინეთში მყოფ პირს.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 1 დღეში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებით 5 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად, ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3300-ს აღწევს.

ჩინეთში 81 439 ინფიცირებულიდან 75 448 უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19, რომლის გავრცელებაც სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 665 849-ს მიაღწია, გარდაიცვალა 30 923 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 142 474-ია.

იტვირთბა....