ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ონლაინლექციებს ვესწრები” – ინტერვიუ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან

კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ბოქსირებულ პალატაში გადის, თავის მდგომარეობაზე საუბრობს.

პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და იგი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

დიდიმ სტურუას განცხადებით, მისი სიმპტომები ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებით დაიწყო.

ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ბოქსირებული პალატიდან ონლაინლექციებსაც ესწრება.

ინტერვიუ ინფიცირებულ პაციენტთან – იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....