“დავარქვათ ამას მწარე წამალი, ეს იმისთვის ხდება, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს, გამოსწორდეს. თუ მას რაიმე ცოდვა აქვს ცხოვრებაში”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა.
მეუფე შიოს თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები ვირუსის გამო სინანულზე საუბრობენ.
“დღეს ვხედავთ, რომ არათუ ჩვენ, მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც და ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ იმ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უბედურებისა. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
იხილეთ მეუფე შიოს ქადაგების ვიდეო: