“ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში გამოგვეხმაურა კატეგორიული უარით, იმ ლეიტმოტივით, რომ 199-ევროიანი ბილეთი სჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. ბატონებო, თქვენ უარი “ერთიან ნაციონალურ” მოძრაობასა და სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი უთხარით თქვენს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე. აუცილებლად დაამახსოვრდება ეს საქართველოს მოქალაქეს. ბურთი კვლავ თქვენს მოედანზეა, დაფიქრდით, მოგიწევთ საქართველოს მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემა. ჩვენ არც პოლიტიკურ ქულებს ვიწერთ და არც იმას ვცდილობთ, რომ რამე დისკუსიაში ჩავერთოთ. ეს გულწრფელი წინადადება ჯერ კიდევ მაგიდაზეა”
გრიგოლ ვაშაძე, “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ “გაერთიანებული ოპოზიციის” ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართა – ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეების დაბრუნების გეგმას მთავრობა ბლოკავს.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობას, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად დახმარება გუშინ შესთავაზა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.