“ჯარიმების ნაწილი, რა თქმა უნდა, გამკაცრდება. ჯარიმა და ეგრევე კარანტინში გადაყვანა – არ იქნება არანაირი შეღავათი; გაითვალისწინოს ყველამ ეს და ნუ მიიყვანს სახელმწიფოს რადიკალურ ზომებამდე. ჩვენ არ გვინდა რადიკალური ზომა გავატაროთ, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენ ამას გავატარებთ”
ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.