aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც დას 4 დღის განმავლობაში ბინიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული კაცი დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება დისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას – 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....