მთავარი ციტატა

“ჯერჯერობით მარნეულში არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება”

იმნაძე

“ჯერჯერობით ჩვენ მარნეულში არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ყველა ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს მარნეულელი ქალბატონის… შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....