ვაზიანის სამხედრო ბაზაში მყოფი ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სიმპტომები აღენიშნებოდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს ტემპერატურა აღენიშნებათ და მათ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.
ინფექციაზე ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.