საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოში პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს.
„მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან.
მე მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.
იხილეთ ვიდეო: