ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოზურგეთში გამოჩენილი კალიები სხვა ჯიშისაა”- მწერები რამდენიმე სოფელსა და ქალაქში დააფიქსირეს

სოციალური ქსელის მომხმარებელის, ჯაბა ღლონტის განმარტებით, ოზურგეთში გამოჩენილ კალიებს საერთო არ აქვთ თურქეთის საზღვართან მოახლოებულ კალიების გუნდთან.

როგორც ჯაბა ღლონტმა გაზეთ “მეტრონომს” განუცხადა, ოზურგეთში გამოჩენილი კალიები სხვა ჯიშისაა და ამ ეტაპზე მათი რაოდენობა დიდი არაა.

“ეს კალიები გამოჩნდნენ ჩემს სოფელში, დვაბზუში. მათი რაოდენობა დიდი არაა. ვფიქრობ, ეს სხვა ჯიშის კალიებია და არ აქვთ საერთო თურქეთთან მიახლოებულ კალიებთან. ვინაიდან, ის კალიები ჯერ თურქეთში არ შესულან და აქაც ვერ შემოვიდოდნენ. ჯერჯერობით არაა აქ ბევრი, მაგრამ დაფიქსირდა რამდენიმე სოფელსა და ქალაქშიც”,- განაცხადა ჯაბა ღლონტმა.

ჯაბა ღლონტმა ოზურგეთში კალიების შესვლის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქში” გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ კი ჟურნალისტმა კახაბერ ადამიამ განაცხადა, რომ 400 მილიარდამდე კალია თურქეთის უახლოვდება და რეალური საშიშროება არსებობს, საქართველოსკენაც წამოვიდნენ. ადამიამ კალიების შემოსევის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

 

იტვირთბა....