სოციალური ქსელის მომხმარებელი ჯაბა ღლონტი “ფეისბუქში” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთში დიდი ზომის კალიები გამოჩნდნენ.
ღლონტი შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის მოუწოდებს.
ასეთი კალიები გამოჩნდა ოზურგეთში. სოფ დვაბზუში. ეგებ შესაბამისმა სამსახურებმა მიიღოს ზომები სანამ დროა”- წერს ჯაბა ღლონტი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა კახაბერ ადამიამ განაცხადა, რომ 400 მილიარდამდე კალია თურქეთის უახლოვდება და რეალური საშიშროება არსებობს, საქართველოსკენაც წამოვიდნენ. ადამიამ კალიების შემოსევის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.