“ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება”,- ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ინფიცირებულების რიცხვი სულ უფრო იზრდება და მომავალში ვირუსით შტატის მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება.
“ეს მაჩვენებელი კი 7,8 – 15,6 მილიონამდე ადამიანს უდრის.მათი მიზანი ამ სწრაფი გავრცელების შეჩერებაა. თუმცა, ამას თვეები დასჭირდება”,- განაცხადა გუბერნატორმა.
ენდრიუ კუომოს განმარტებით, ამ ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა, რათა მათ ყველა დაავადებულ ადამიანს აღმოუჩინონ დახმარება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება.