ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ინფიცირებულმა მეტროში აპარატები და ესკალატორის მოაჯირები გალოკა”- ვირუსის განზრახ გავრცელებისთვის მამაკაცი დააკავეს

მიუნხენში დააკავეს კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ვირუსს განზრახ ავრცელებდა.

33 წლის კაცი სამართალდამცავებმა მას შემდეგ აიყვანეს, როცა ის ბავარიის დედაქალაქის მეტროში ბილეთების გასაყიდი აპარატები და აგრეთვე ესკალატორის მოაჯირები გალოკა.

ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კაცმა თავისი ქმედებები ვიდეოთი გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

მამაკაცი ირწმუნება, რომ ის კორონავირუსითაა დაავადებული, თუმცა ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 300 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 15 315 ადამიანი გარდაიცვალა, 100 354 პირი კი  გამოჯანმრთელებულია.

იტვირთბა....