“პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ განცხადებებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს – დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!”
გურამ ჭარელაშვილი – დეკანოზი
დეკანოზი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, 20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.