“პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში. ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.
ვასილ ხოდელი – “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი
„ლიბერთი ბანკი“, პენსიების წინასწარ ჩასარიცხად, საკუთარი რესურსით, 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის განახორციელებას იწყებს.